უკრაინა შეისწავლის საქართველოს გამოცდილებას უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის სფეროში | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დღეისათვის უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის მოქმედი სისტემის განვითარების მიზნით უკრაინა შეისწავლის საქართველოს გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში. შეთანხმება მიღწეული იქნა კიევში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. 2010 წლის 16 მარტს უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის შესაბამისი უფლებების მინიჭებას და რეგისტრაციის ერთიანი სისტემის შექმნას. სახელმწიფო რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, განსაზღვრული ამ კანონით ამოქმედდება 2012 წლის 1 იანვრიდან. საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების რეგისტრაციის მოდელი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყანაში 2004 წლიდან, მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ეფექტურ და გამჭვირვალე სისტემად. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_819.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 დეკ. 2010, 11:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.