თბილისში გაიხსნა ქარვასლას 8 სართულიანი სავაჭრო ცენტრი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისში გაიხსნა ქარვასლას ახალი 8 სართულიანი სავაჭრო ცენტრი. იგი მდებარეობს ცოტნე დადიანის ქუჩაზე. ქარვასლას ახალი სავაჭრო ცენტრი განლაგებულია 18 ათას კვადრატულ მეტრზე. მასში მაღაზიების გარდა განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი რამოდენიმე ბრენდის სილამაზის სალონი, გასართობი ცენტრი, კვების ობიექტები და ბანკების ფილიალები. შენობის მიწისქვეშა ორ სართულზე მოთავსებულია ავტოსადგომი. მენეჯერები ცენტრის სრული დატვირთვით მუშაობას მომავალი წლის მაისიდან ელიან. სავაჭრო ცენტრის გახსნას წინ უძღოდა ბავშვების გასართობი პროგრამა, რომლის მიხედვითაც პატარებს გაართობდნენ ზღაპრული სამყაროს პერსონაჟები. გახსნის დღეს ცენტრს ეწვია საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი. ცენტრის პირველი კლიენტების განცხადებით ბრენდულ პროდუქციაზე დაბალი ფასები და მომსახურების მაღალი ხარისხი მოიზიდავს ბევრ მომხმარებელს. დღეისათვის ცენტრში მოქმედებს საახალწლო ფასდაკლებები. ზოგიერთ პროდუქციაზე, მაგალითად Samsung ფირმის ტელევიზორებზე ფასდაკლება შეადგენს 1000 - 1400 ლარს. ცენტრის გახსნის დღეს აგრეთვე გაიმართა მოდების ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნა ორგორც იმ ბრენდების ტანსაცმელი, რომელთა მაღაზიებიც არის ცენტრში, ასევე ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_818.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 დეკ. 2010, 10:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.