ანტიმონოპოლიური კანონის მიღება ჭიანურდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
წლის ბოლომდე ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ კანონის მიღება ვერ ხერხდება. მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი მიზეზად ევროკავშირთან წარმოებად მოლაპარაკებებს ასახელებს. მისი განმარტებით, რეფორმა ორ ეტაპად იყო დაგეგმილი. თავიდან გაიზარდა მოცემული სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი და ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად იგი პრემიერ-მინისტრის უწყების ქვეშ გადავიდა. მეორე ეტაპზე კი სამსახურის ფუნქციათა გადახედვა იგეგმება. ხუროშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების გაჭიანურება ევროკავშირთან სტრატეგიის საბოლოოდ დამტკიცებას უკავშირდება და კანონპროექტი პარლამენტს საბოლოო სახით გაზაფხულზე წარედგინება. კანონის მიღების შემდეგ ცალკეული მიმართულებები გამოკვლეული იქნება სექტორების მიხედვით და თუ სამსახურს ეჭვები გაუჩნდება, რომ ამ მიმართულებებიდან რომელიმეში მონოპოლიის ნიშნებია, იგი სასამართლოს მიმართავს. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ სასამართლო მიიღებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_816.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 დეკ. 2010, 18:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.