ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ვიდეო-დაკვირვების სისტემების დაყენება მოუწევთ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მომავალ წელს თბილისში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ვიდეო-დაკვირვების სისტემების დაყენება მოუწევთ. ამის თაობაზე ბრძანება უკვე გასცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ბრძანების შესაბამისად, სისტემა უნდა დაყენდეს სალაროსთან, ასევე გარე პერიმეტრზე. მაგრამ პუნქტები, რომელთა შესავლელი საქვეითო ნაწილში არაა განლაგებული, ვალდებულნი არ არიან გარე პერიმეტრზე ვიდეო-კონტროლი დააყენონ. ამას გარდა, ტროტუარის ერთ მონაკვეთზე გვერდი-გვერდ მდგარ გადამცვლელ პუნქტებს შეუძლიათ გარე პერიმეტრის დაკვირვების ერთიანი სისტემის დაყენება. ბრძანება ძალაში შევა 2011 წლის 2 თებერვლიდან, ხოლო დაკვირვების სისტემების დაყენება 2 მარტამდე მოხდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_815.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 დეკ. 2010, 17:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.