ლისის ტბაზე მშენებლობის პირველი ეტაპი იწყება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ლისის ტბის განვითარების კომპანია ორ თვეში სამშენებლო სამუშაოთა პირველ ეტაპს დაიწყებს. ამ ადგილას აშენდება „მწვანე ქალაქი“, რომლისთვისაც ინვესტიციები უკვე მობილიზებულია. პროექტი და ესკიზები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მომავალ წელს პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყება და მათში ჩადებულ იქნება 30 მლნ ლარის ინვესტიცია. პირველი კვარტლის გაჩენა აღნიშნული იქნება ახალი ინფრასტრუქტურით, ახალი სკოლით, ახალი საბავშვო ბაღით, ახალი სამუშაო ადგილებით. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ“, - განაცხადა უგულავამ. პირველ ეტაპზე ათვისებული იქნება 40 ჰექტარის ფართობი. ინვესტიციები 100 მლნ დოლარს შეადგენს. ტერიტორიის 25% დაიკავებს ნაგებობები, დანარჩენი კი რეკრეაციულ ზონად იქცევა. პროექტზე ამერიკელი, ქართველი და იტალიელი არქიტექტორები მუშაობდნენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_814.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 დეკ. 2010, 14:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 10 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.