„ტელეფონი“ მომხმარებლებს სარგებლიან კრედიტებს სთავაზობს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მობილური ტელეფონების სავაჭრო ქსელი „ტელეფონი“ მომხმარებლებს უპრეცედენტო წინადადებას სთავაზობს. მენეჯმენტის განცხადებით, „ტელეფონის“ დილერები და კორპორაციული კლიენტები ნებისმიერი ტელეფონის შესაძენად უმოკლეს ვადებში სამომხმარებლო კრედიტის მიღებას შეძლებენ. პროექტის ფარგლებში კრედიტებს საპარტნიორო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“ გასცემს. კრედიტების გაცემის დეტალები უახლოეს დროში გახდება ცნობილი, ხოლო პროექტი მოქმედებას მომავალი წლიდან დაიწყებს. სავაჭრო ქსელი „ტელფონი“ ქართლ ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა. მას თბილისში 10 ფილიალი აქვს. „ტელეფონი“ საქართველოში მსოფლიო ბრენდის - „სამსუნგის“ ოფიციალურ დისტრიბუტორს წარმოადგენს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_812.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 დეკ. 2010, 11:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.