საქართველოს ეროვნულ გვარდიას 20 წელი შეუსრულდა | საქართველოს ამბები | ||
დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის დაარსების დღიდან 20 წლისთავია. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, საიუბილეო ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება. 1990 წლის 20 დეკემბერს დაფუძნებული ეროვნული გვარდია დამოუკიდებელ საქართველოში პირველ ოფიციალურ შეიარაღებულ ფორმირებას წარმოადგენდა. გვარდია პასუხისმგებელი იყო საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერაზე, სამობილიზაციო რესურსების მართვაზე, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისათვის მოქალაქეთა მოზიდვაზე, შერჩევასა და დაკომპლექტებაზე, ასევე სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებაზე. დღეისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დეპარტამენტის პრიორიტეტია რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის მართვა, რეზერვისტთა მომზადება, სამოქალაქო თავდაცვის საკითხები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_811.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 დეკ. 2010, 11:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.