საქართველოში შეიქმნება ბიზნეს-სტრუქტურების პრობლემათა შემსწავლელი ჯგუფი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ინვესტიციების ეროვნული სააგენტო და ბიზნესის ასოციაცია შექმნიან მუდმივად მოქმედ ჯგუფს, რომელიც ბიზნეს-სტრუქტურების წინაშე მდგარი სირთულეების განხილვითა და შესწავლით დაკავდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უწყების ხელმძღვანელის ვერა ქობალიას შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესის ასოციაციისა და ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობაში განხილულ იქნა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ქართულ ბიზნესს აინტერესებს, კერძოდ, ექსპერტის წახალისებასთან დაკავშირებული პრობლემები და ბიზნეს-სექტორის უფრო აქტიური ჩართვა საპრივატიზაციო პროცესთან. თავის მხრივ, ქობალიამ ბიზნესმენებს დეტალური ინფორმაცია წარუდგინა იმ სიახლეებზე, რომლებსაც სამინისტროს 2011 წლისთვის აქვს დაგეგმილი. მინისტრმა შეკრებილებს ასევე შეატყობინა, რომ უახლოეს მომავალში მომზადდება ქართული პროდუქციის კატალოგი, რომელიც ყველა დაინტერესებულ ინვესტორს გაეგზავნება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_810.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 დეკ. 2010, 11:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.