AFBA სამარშრუტო ხაზების ტენდერის პირობებს აკრიტიკებს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ რეფორმის რეალიზაციასთან ერთად დედაქალაქში კვლავ გაიზრდება მგზავრობის ტარიფები, ამასთან კი 4000 ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩება. ორგანიზაციის წევრები თბილისის ხუთ ლოტად დაყოფას დაუშვებლად მიიჩნევენ. „გაუგებარია, რატომ უნდა დაიყოს თბილისი ხუთ, და არა ათ ლოტად, და რატომ უნდა იყოს ერთი ლოტის მიხედვით ერთი, და არა 12 გამარჯვებული, რაც კონკურენციას გაზრდის“, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტები და ბიზნესმენები. ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამგვარი პირობებით ჩატარებული ტენდერი ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ სამარშრუტო ხაზების მფლობელებსა და მძღოლებს, არამედ მოსახლეობასაც. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_806.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 დეკ. 2010, 12:37 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.