სებ: 2011-2013 წლების საქართველოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011-2013 წლების საქართველოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს. ეს გათვალისწინებულია შესაბამისი პერიოდის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. პარლამენტის დადგენილება ძირითადი მიმართულებების მიხედვით პარასკევს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, საქართველოს შემთხვევაში 6% „სასურველი და ნორმალური მაჩვენებელია“. მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს გამოიყენებს, რომლის თანახმადაც მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების შეცვლის საშუალებით შესაძლებელია ფასთა დინამიკაზე გავლენის მოხდენა. შემდგომი სამი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ძირითადად განახორციელებს ოპერაციებს ღია ბაზარზე, მათ შორის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან. რეფინანსირების (7-დღიანი) კრედიტების საშუალებით ეროვნული ბანკი ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდურობის ინტერვენციებს გაატარებს, რათა მიღწეული იქნეს სასურველი მოკლევადიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი. 3-თვიანი სადეპოზიტო სერტიფიკაციტების საშუალებით ეროვნული ბანკი საბანკო სისტემიდან გრძელვადიან ჭარბ ლიკვიდურობას ამოიღებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს დამატებით გავლენას ფულად აგრეგატებზე და, შედეგად, ფასებზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_804.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 დეკ. 2010, 10:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.