2013 წელს საქართველოს ერთნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის გადახდა მოუწევს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქრისტიან-დემოკრატების დეპუტატი ლევან ვეფხვაძე ადანაშაულებს მთავრობას იმაში, რომ არასწორი პოლიტიკის გამო 2013 წელს საქართველოს ერთნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის გადახდა მოუწევს და ეს უკვე ახალი მთავრობის თავის ტკივილად იქცევა. თუმცა, როგორც ვეფხვაძემ გუშინდელ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, ეს უკვე არა ამჟამინდელი მმართველი ძალის მთავრობა იქნება. მისი თქმით, ვალის გადახდა სოციალური პროგრამების ხარჯზე მოხდება და შედეგად ისევ მოსახლეობა დაზარალდება. „ამ პრობლემის გადაჭრა ახალი მთავრობის საზრუნავი გახდება, მაგრამ ეს უკვე თქვენ აღარ იქნებით“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. „ეს ცუდი გამოსვლა იყო“, - განაცხადა პასუხად ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა. ფინანსურ-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა კი ოპოზიციიდან კოლეგის გამოსვლას უწოდა „მარგალიტი“ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_803.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 დეკ. 2010, 10:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.