ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა „დინამო თბილისისთვის“ ინვესტორი იპოვა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ქართულ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ იტყობინება „GHN“. „ჩვენ გვსურს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, ასევე ფართო საზოგადოებას ვაცნობოთ იმის თაობაზე, რომ საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისისათვის“ ინვესტორის ძებნასთან დაკავშირებულ ჩვენს განცხადებას, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილმა ბიზნესმენმა რომან პიპიამ საფეხბურთო კლუბის მხარდაჭერისა და მისი შენარჩუნებისათვის აუცილებელი რესურსების ინვესტირების დაინტერესება გამოთქვა. მოცემული მომენტისათვის წარმოებს დეტალური მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ მალე საბოლოო შეთანხმება მიიღწევა. გვახარებს ის ფაქტი, რომ „დინამოთი“ დაინტერესდა პიროვნება, რომელსაც კლუბის მხარდაჭერის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ასევე გვსურს კლუბის ადმინისტრაციას რეკომენდაცია მივცეთ, შეხვდნენ დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებს უფრო დეტალური განხილვის მიზნით“, - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_802.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 დეკ. 2010, 10:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.