საქართველოს ფინანსთა მინისტრი: ქვეყანა გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა, დეპოზიტების მოცულობა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს შეადგენს. ამის შესახებ იტყობინება “GHN“. „ჯანსაღი ბიუჯეტის ამსახველი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია დეპოზიტები. ამ დროისათვის მან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მილიარდ 800-ს აღემატება“, - თქვა ბაინდურაშვილმა“. ამასთან ერთად, მისი თქმით, საქართველო გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან და დადგა დრო, როდესაც ქვეყანას საკუთარი სახსრების ხარჯზე შეუძლია ცხოვრება. მოსალოდნელია, რომ დღეს პარლამენტი 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს მიიღებს. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტის მოცულობა 30 მილიონით არის გაზრდილი და 7 107.1 მლნ ლარს შეადგენს. დამატებითი 30 მილიონის გამოყოფა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_800.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 დეკ. 2010, 21:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.