2010 წელს საქართველომ 21 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური კავშირები | საქართველოს ამბები | ||
მიმდინარე წელს საქართველომ 21 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. ამის შესახებ იტყობინება “GHN“. როგორც სააგენტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს, მათ შორისაა ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნები, ასევე აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები. „წელს დიპლომატიური კავშირები 21 ქვეყნასთან დამყარდა. ეს ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის სახელმწიფოებია: დომინიკის თანამეგობრობა, დომინიკელთა რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ, სენტ-ვინსენტი და სენტ-ლუსია. აფრიკული ქვეყნები: ბოსტვანა, გამბია, ეკვატორიული გვინეა, კაბო-ვერდე, კენია, კამერუნი, ლიბერია და უგანდა. აზიური რეგიონის ქვეყნები: ბრუნეი, მალდივები, მარშალის კუნძულები, ფიჯი და სამოა“, - თქვეს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში. დომინიკის თანამეგობრობა უკანასკნელი ქვეყანაა, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_794.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2010, 15:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.