საქართველოს სახელმწიფო მოხელეთა შემოსავლები საზოგადოებისათვის გამჭვირვალე გახდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
პრეზენტაცია „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ახალი ვებ-საიტისა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო მოხელეთა შემოსავლებზე, ხუთშაბათს თბილისის სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის“ ცნობით, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით საიტის შემქმნელი გახლავთ, ვებ-გვერდი www.opendata.ge შექმნილია პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ხელფასების ფონდებსა და ბიუჯეტებზე, სახელმწიფო მოხელეთა პრემიებზე, სარეზერვო ფონდებზე, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ სხვადასხვა სახის მომსახურებებზე, კომუნიკაციებზე, ბენზინზე გაწეულ ხარჯებზე, ასევე საზოგადოებისათვის საინტერესო სხვა ფინანსური ხასიათის მონაცემები. ახალი ვებ-საიტის ინფორმაცია საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ მოწოდებულ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.
წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_791.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2010, 13:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.