“სვაროვსკის“ სასამართლოში უჩივლებენ | მსოფლიოს ამბები | ||
„საქართველოს ეროვნული საბჭო“ აპირებს კომპანია „სვაროვსკის“ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოში უჩივლოს. როგორც დღეს „ეროვნული საბჭოს“ წევრებმა ზვიად ძიძიგურმა, კახა კუკავამ და კობა დავითაშვილმა განაცხადეს, მათ არა ერთხელ მიმართეს თბილისში, რუსთაველის #24 ნომერში მდებარე კომპანია „სვაროვსკის“ მაღაზიას ქართულ ენაზე აბრის ჩამოკიდების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. „ეს ქართული ენისადმი აგდებული დამოკიდებულების გამოხატულება და, რაც მთავარია, მისი კონსტიტუციური სტატუსის შეურაცხყოფაა. ჩვენ არა ერთხელ მივმართეთ მაღაზიას როგორც წერილობით, ისე ვერბალურად, მაგრამ ისინი წარწერის ქართულ ენაზე ჩამოკიდებაზე უარს ამბობენ. შესაბამისად, ურთიერთობის ყველა ფორმა ამოიწურა და რჩება მხოლოდ სამართლებრივი გზა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ „სვაროვსკი“ ერთადერთი დაწესებულება არაა, რომელსაც მხოლოდ ინგლისურენოვანი ბანერი აქვს, თუმცა მის მაგალითზე პრეცედენტის შექმნას ვაპირებთ“ - განაცხადა ძიძიგურმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_787.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2010, 11:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.