დიმიტრი მედვედევი: მილიცია გუშინ მოსკოვში პროფესიონალურად მოქმედებდა-დღეს უნდა დაისვენოს | საქართველოს ამბები | ||
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოველ სამართალდამცავთა პროფესიონალიზმი დადებითად შეაფასა. "მილიცია გუშინ მოსკოვში პროფესიონალურად მოქმედებდა. დღეს კი უნდა დაისვენოს. დაისვენეთ და ძილი ნებისა", _ განაცხადა მედვედევმა. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მილიციამ ქალაქის სხვა და სხვა რაიონში დაახლოებით 800-დე ადამიანი დააკავა რომლებმაც, რუსული მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სცადეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს ტრავმატული და ცივი იარაღი ჰქონდა. რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მილიციამ შეძლო და აქციების ჩატარება და დაპირისპირება არ დაეშვა არა მხოლოდ კიევის სადგურთან არამედ მეტროსადგურებთან "სმოლენსკაია" და "პარკ კულტური". სწორედ ამ ადგილებში იგეგმებოდა კავკასიელებსა და რუსი ეროვნების რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდობას შორის "საქმის გარჩევა". წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_785.html
| |||
განათავსა - Legatuss | 16 დეკ. 2010, 11:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.