ბელარუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო | მსოფლიოს ამბები | ||
ბელარუსიაში უკვე დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ოფიციალური თარიღი 19 დეკემბერია, დღეს ქვეყანაში უკვე გაიხსნა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. ამის შესახებ იტყობინება „GHN“. ვადამდე ადრე ხმის მიცემას ქვეყნის ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც 19 დეკემბერს საარჩევნო უბნებში მოსვლას ვერ მოახერხებენ. ხელისუფლებათა წარმომადგენლების თქმით, არჩევნების ვადამდელი დაწყება მოქალაქეთა ინტერესებს ემსახურება. თუმცა, პოზიცია ამტკიცებს, რომ აღნიშნული ფაქტი არჩევნების გაყალბების საუკეთესო საშუალებაა. ამჯერად ბელარუსიის პრეზიდენტის პოსტისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც უკვე მეოთხეჯერ იყრის კენჭს. ბელარუსიის საპრეზიდენტო არჩევნებს რამდენიმე ასეული ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც უკვე მინსკში იმყოფებიან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_782.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2010, 10:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.