საქართველოში გამოვა პირველი საგანმანათებლო ჟურნალი მოგზაურობის შესახებ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში გამოვა პირველი საგანმანათებლო ჟურნალი მოგზაურობის შესახებ. ჟურნალ „მოგზაურის“ დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა. ჟურნალში თავად ჯუმბერ ლეჟავას ჩანაწერები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის მსვლელობაში გაკეთდა. ამასთან ერთად, გამოქვეყნდება ექსკლუზიური და უნიკალური ფოტომასალები. ამას გარდა, მკითხველები დეტალურად შეძლებენ საქართველოსა და მსოფლიოში ტურიზმის სფეროში არსებულ მოვლენებს გაეცნონ, მიიღონ ინფორმაცია ნებისმიერი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ და ყველაზე საინტერესო ადგილებს გაეცნონ. მოგზაურობისა და დასვენების მოყვარულებს ჟურნალი პრაქტიკულ რჩევებსა და სხვადასხვა სახის რუბრიკებს, ასევე ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებს შესთავაზებს. ჟურნალის გამოცემას მხარს უჭერენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ბუნების დაცვის ეროვნული სააგენტო. ჟურნალი „მოგზაური“ სამ თვეში ერთხელ გამოვა და ქვეყნის ყველა ქალაქსა და რაიონში გავრცელდება ორშაბათიდან. ჟურნალის ფასი 5 ლარია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_781.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 დეკ. 2010, 10:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.