აუცილებელია შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ქრთამის აღება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია გამოეხმაურა საგადასახადოს თანამშრომლების დაკავების ფაქტს და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ,,შემოსავლების სამსახური და ყველა სამართალდამცავი ორგანოები ერთად მუშაობენ იმ ადამიანების გამოსავლენად, რომლებიც გარეული არიან კორუფციულ გარიგებებში. მეორეს მხრივ აუცილებელია შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ქრთამის აღება", - აღნიშნა ცხაკაიამ. მისი თქმით 2010 პირველი წელია, როდესაც მებაჟეებმა თავად დააკავეს ქრთამის შემოთავაზებისათვის ადამიანი. ცხაკაიას ინფორმაციით მიმდინარე წელს ადგილი ჰქონდა 11 ასეთ შემთხვევას. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები და ორგანიზებული მეწარმეთა ჯგუფი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_772.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 19:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.