აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის სატელეფონო კავშირი შეწყვეტილია | საქართველოს ამბები | ||
აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის სატელეფონო კავშირი შეწყვეტილია. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობა ბოლო დროს "ბილაინის" ქსელიდან შეიძლებოდა კოდით 442 ან 122. სეპარატისტებმა ამ კოდის მოქმედება სრულად შეაჩერეს. სატელეფონო კავშირის განხორციელება ასევე შეუძლებელია სეპარატისტული აფხაზეთიდან. აქამდე, სოხუმში მდებარე ფოსტიდან სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ ყველა მობილურ ოპერატორთან შესაძლებელი იყო. კავშირი ასევე არსებობდა ქალაქის ტელეფონებზე. აფხაზური მხარე უარს აცხადებს ქართული კოდის გამოყენებით სატელეფონო კავშირის განხორციელებაზე და საქართველოდან რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მინიჭებული კოდების გამოყენებას მოითხოვს. რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მინიჭებული კოდით რუსეთიდან აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში დარეკვა შესაძლებელია +7 840 22 ინდექსის გამოყენების შემდეგ. რუსული კოდით კი სოხუმში დანარჩენი საქართველოდან დარეკვა შეუძლებელია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_771.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 19:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.