ბაქრაძე: მომავალი წლის ბიუჯეტი ადეკვატურად ასახავს მთავრობის პრიორიტეტებს | საქართველოს ამბები | ||
2011 წლის ბიუჯეტმა უკვე მიიღო საბოლოო ვარიანტი და პარლამენტის მიერ უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შეატყობინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავრობასთან დასკვნითი კონსულტაციები წარმოებს. „ეს არის ბიუჯეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარების გაგრძელება, იმ მთავარი ამოცანების შესრულება, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. ესაა მშენებლობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის შრომითი მოწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, დახმარების გაწევა სოფლის მოსახლეობისათვის, სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფა, ყველაფერი ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებრიობას. ვრიქრობ, იმ შესაძლებლობათა ფარგლებში, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკა ფლობს, ახალი ბიუჯეტი საკმაოდ ადეკვატურად ასახავს ყველა პრიორიტეტსა და მიმართულებას“, - თქვა სპიკერმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_769.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2010, 16:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.