დაღესტანში მცხოვრები დიდოელები საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ | მსოფლიოს ამბები | ||
დაღესტანში მცხოვრები დიდოელები საქართველოს შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ. ამის შესახებ თბილისში მყოფმა, დაღესტანში მცხოვრებმა მოგამედ რამზანოვმა განაცხადა, რომელმაც პირველი შეხვედრები დღეს პარლამენტის წევრებთან გამართა. როგორც რამზანოვმა განმარტა, მან თბილისში დიდოელების 15 000 ხელმოწერა ჩამოიტანა, რის მიხედვითაც, ზრდასრული დიდოელების უმრავლესობა დიდოეთის ისტორიული მხარის საქართველოს შემადგენლობაში მიღების სურვილს ადასტურებს. "1944 წელს ჩვენ რეპრესიების მსხვერპლი გავხდით. ჩვენი სახლები დაწვეს და ყველაფერი გაგვინადგურეს. რუსეთისგან რეპრესირებულთათვის კომპენსაციას ვითხოვთ. საქართველოში კი იმისთვის ჩამოვედით, რათა მსოფლიოს შევატყობინოთ, როგორ გვექცევიან. გთხოვთ, მიგვიღოთ საქართველოს შემადგენლობაში", - ნათქვამია მიმართვაში. ამასთან, დიდოელები საქართველოს პარლამენტს დიდოური ენისა და კულტურის გადარჩენის საკითხში დახმარებას სთხოვენ. დიდოელები დაღესტნის ერთ-ერთი კუთხის წარმომადგენლები არიან. მათი ენა და კულტურა ლეზგინურთანაა ახლოს. ამჟამად დიდოელების რაოდენობა 40 ათასს შეადგენს. დიდოეთი დღევანდელი დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული რეგიონია, რომელიც წუნტის, ბეჟეტის და ნაწილობრივ წუმადის რაიონებს მოიცავს. ისტორიულად, იგი საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა XVIII საუკუნიდან დიდოეთი ავარიის სახანომ დაიპყრო. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_766.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 16:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.