ანაკლიის მშენებლობა დაიწყო | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შავიზღვისპირეთის დიდი კურორტის, ანაკლიის მშენებლობა დაიწყო. სამინისტროში აცხადებენ, რომ საუკეთესო საზღვაო კლიმატის მქონე სანაპირო ზოლზე სახელმწიფო სასტუმროების მშენებლობისთვის უპრეცედენტო პირობებია - მიწა, სასტუმროს პროექტები და ყველა კომუნიკაცია ინვესტორებისთვის სახელმწიფოსგან საჩუქრად. ინვესტორი 15 წლით გათავისუფლება მოგებისა და ქონების გადასახადისგან. სახელმწიფო ახალ კურორტზე მინერალურ წყალს უფასოდ მიიყვანს, აშენდება ახალი აეროპორტი ანაკლია-ზუგდიდის ტურისტულ ზონაში, კურორტი ზღვაზე იახტკლუბით. ინვესტორებისთვის გადასაცემი უფასო მიწის ნაკვეთები განლაგებულია ესპანელი არქიტექტორების დაპროექტებული ბულვარის გასწვრივ. დაინტერესებული ინვესტორების განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 იანვარი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_762.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 16:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.