რამზან კადიროვი ჩეჩნებს მოსკოვის ქუჩებში აქციებში მონაწილეობას უკრძალავს | მსოფლიოს ამბები | ||
მოსკოვის ქუჩებში გამართულ აქციებში ჩეჩნები მონაწილეობას არ მიიღებენ, ხოლო ის რაც მანეჟის მოედანზე მოხდა ოპოზიციის ბრალია. აცხადებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი. "ერთი ჩეჩენიც კი არ გამოვა დღეს "ევროპეისკის" სავაჭრო ცენტრთან მოსკოვში. ჩეჩნები არ გამოვლენ იმიტომ, რომ მათ ეს არ სჭირდებათ. ისინი არავის მისცემენ საკუთარი თავის მოტყუების საშუალებას და არ გახდებიან პაიკები სხვის თამაშში. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ჩეჩენი ხალხის არც ერთი წარმომადგენელი იქნება ეს პოლიტიკური მოღვაწე, საზოგადოების წარმომადგენელი თუ მოქალაქე რომლის აზრს ითვალისწინებენ რაღაც აქციებში მონაწილეობას არ აპირებს", _ განაცხადა კადიროვმა გროზნოში. მისივე თქმით, მას უკვე გაცემული აქვს განკარგულება მისი ეს აზრი, მოსკოვსა და რუსეთის სხვა რაიონებში მაცხოვრებელ ჩეჩნებამდე მივიდეს. "ოფიციალურად ვაცხადებ, თუკი რომელიმე ჩეჩენი გაბედავს და მოსკოვში გამართულ უწესრიგობებში მიიღებს მონაწილეობას მას თავისი ნათესავები ჩვენი წესების მიხედვით დასჯიან. კერძოდ - იმ წესის მიხედვით, რომელიც უმცროსს უფროსის მორჩილებას ავალდებულებს, ამ შემთხვევაში კი რესპუბლიკის მეთაურის გაუგონლობაზე და დაუმორჩილებლობაზეა საუბარი", _ აცხადებს კადიროვი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_758.html
| |||
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 14:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.