საქართველოს პარლამენტი რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ განცხადებას მიი | ![]() | საქართველოს ამბები | |
საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არაკანონიერ ქმედებებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადებას მიღებას აპირებს. ამის შესახებ იტყობინება “GHN“. შესაბამისი ინიციატივით დეპუტატი პაატა დავითაია გამოვიდა. „ცხინვალში ახალი რუსული ბაზა გაიხსნა. უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ბაზის გახსნაა დაგეგმილი. მსურს, ვთხოვო საგარეო კავშირების კომიტეტს, შეიმუშავოს განცხადების ფორმა, რომელიც შემდგომში სხვა ქვეყნების პარლამენტებში გაიგზავნება“, - აღნიშნა დავითაიამ. დეპუტატის ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ და მიუთითა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის მზად არის. „საჭიროა მოვიფიქროთ განცხადების ფორმა - ეს შეიძლება იყოს როგორც პარლამენტის, ისე კომიტეტის განცხადება. ამ დღეებში ჩვენ ვაპირებთ, რამდენიმე პარლამენტს და კონგრესმენთა ჯგუფს აფხაზეთში განლაგებული წმინდა გიორგის ეკლესიის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მივმართოთ. შესაძლოა, ამ წერილის მეორე საკითხი ეს თემა გახდეს“, - თქვა ბაქრაძემ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_752.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2010, 11:20 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.