თბილისში გაიხსნება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლის მეორე ნახევარში საქართველოს დედაქალაქში გაიხსნება ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი ამიერკავკასიაში - „ფორუმ აფთაუნ თბილისი“. ამასთან დაკავშირებით გუშინ თბილისში ჩამოვიდა „თურქ მოლისა“ და თურქული ბრენდების 60 წარმომადგენლისაგან შემდგარი დელეგაცია. მათ „შერატონ მეტეხი პალასში“ თბილისის მერი გიგი უგულავა შეხვდა. „თურქ მოლის“ წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანიამ უკვე გააფორმა კონტრაქტი „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტთან“. „ფორუმ აფთაუნ თბილისთან“ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებმაც გააფორმეს. ისინი სავაჭრო ცენტრში თავიანთ მაღაზიებს გახსნიან. „თურქ მოლის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი კომპანია სავაჭრო ცენტრების მშენებლობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია და თბილისის შემდეგ ბათუმში გახსნის ობიექტს. თავისი მხრიდან თბილისის მერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ 3 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ამავდროულად, თბილისელებს ექნებათ თბილისში წამყვანი მსოფლიო ბრენდების ლეგალურად დანახვის შესაძლებლობა“, - თქვა მან. სავაჭრო ცენტრი „ფორუმ აფთაუნ თბილისი“ დედაქალაქის შესავალთან დავით აღმაშენებლის ხეივანში შენდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_749.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2010, 10:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.