აშშ-ში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა | ![]() | საქართველოს ამბები | |
აშშ-ში გაიმართა საქართველოს უკვე ექს-ელჩის ბათუ ქუთელიას გამოსამშვიდობებელი საღამო. ამის შესახებ იტყობინება “GHN“. საღამოს ესწრებოდნენ დიპლომატები, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კონგრესის წარმომადგენლები და ექსპერტები. „პირადად ჩემთვის ეს ორი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს ორი წელი მნიშვნელოვანი იყო აშშ-საქართველოს პარტნიორობის განვითარების თვალსაზრისით. მე მაქსიმუმის გაკეთება შევეცადე და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უფრო დინამიურად ვითარდება, ვიდრე ადრე“, - თქვა ქუთელიამ. შეგახსენებთ, რომ ბათუ ქუთელია ელჩის პოსტზე ორი წელი მუშაობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილის ადგილს დაიკავებს. აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩად დაინიშნა რეინტეგრაციის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_748.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2010, 09:54 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.