aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 ''ქობულეთის ტურისტულ ზონაში'' განაცხადების მიღების ვადა ხანგრძლივდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
     სახელმწიფო "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" სასტუმროების ასაშენებლად პოტენციურ ინვესტორებს, განაცხადის წარდგენის ვადას უკვე მეორედ უზრდის. ვადის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოშიც ადასტურებენ. 


     "ქობულეთის ტურისტულ ზონაში" მშენებლობის მსურველ კომპანიებს განაცხადების შეტანის შესაძლებლობა, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტლებით 15 დეკემბრამდე ქონდათ.


      შეგახსენებთ, რომ ინვესტორებს, რომელთანაც სახელმწიფომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებლ სასტუმროებზე ხელშეკრულებები გააფორმა, პირობის შესრულეება 15 თვის ვადაში მოუწევთ და არა 2011 წლის 1-ელ აგვისტომდე რაც თავიდანვე იყო დაანონსებული.


      ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახად, ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 4 თვის ვადაში სასტუმროს საძირკველი ჩაყაროს, ამის შემდგომ 6 თვის განმავლობაში შენობის კონსტრუქცია ააშენოს და შემდგომი 5 თვის განმავობაში კი სასტუმრო მოაწყოს და სტუმრების მისაღებად მოამზადოს.


      სახელშეკრულებო პირობების თანახმად, თუ ინვესტორი სასტუმროს მშენებლობას და მის მოწყობას 15 თვის განმავლობაში ვერ მოასწრებს, მაშინ მთავრობა იტოვებს კეთილ ნებას, რომ ინვესტორს დამატებით 3 თვის გონივრული ვადა მისცეს, ვალდებულებების შესასრულებლად. ხოლო თუ ინვესტორი 18 თვეშიც ვერ მოახერხებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულებას, მაშინ მთავრობა ვალდებულია აღნიშნულ ინვესტორზე გარკვეული სანქციები გაატაროს.


      შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კომოსიამ უკვე გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყეს.


ცნობილია, რომ ქობულეთში, ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტუმროებს ააშენებენ თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და შ.პ.ს. "ცქიფო", შ.პ.ს. "ოქროს სტანდარტი", გოგი გოგიტიძე, ნუგზარ გამყრელიძე, გრიგოლ გაფრინდაშვილი, ს/ს "პლატინიუმ რეალ ისთეითი", სს "რუსადჯ" (რუსეთი მოსკოვის ოლქი ქ. პოდოლსკი) და "ESCo-Concern" CJSC"" (სომხეთი, ერევანი).


     ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით, ე.წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.


     პროექტის თანახმად, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის მსურველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს.


     ასევე, განსაზღვრულია, სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი).
პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_746.html
განათავსა - Legatuss | 15 დეკ. 2010, 09:52 | ახალი ამბები »
 

"''ქობულეთის ტურისტულ ზონაში'' განაცხადების მიღების ვადა ხანგრძლივდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian