საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა სიაში რუსეთი მესამე ადგილზეა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
III კვარტლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა სიაში რუსეთი მესამე ადგილზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის IIIკვარტლის მონაცემებით რუსეთმა საქართველოში 18 664 000 აშშ დოლარის ოდენობის ინცესტიციები განახორციელა. ამ პერიოდში საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას ნიდერლანდები წარმოადგენდა, რომლის ინვესტიციათა მოცულობა 27 965 300 აშშ დოლარს შეადგენს. ინვესტიციების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზეა აშშ (21 650 600 დოლარი). „საქსტატის“ ინფორმაციით, IIIკვარტლის მონაცემებით საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში 18 090 600 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განახორციელეს. ამასთან, არაბეთის გაერთიანებული საამიროები - ქვეყანა, რომელსაც 2009 წლის განმავლობაში უმსხვილეს ინვესტორთა სიაში ლიდერის პოზიცია ეკავა, მეექვსე ადგილას გადაინაცვლა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_745.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 დეკ. 2010, 09:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.