კვეზერელმა გარდაბნის რაიონში ხორბლის ყანები დაათვალიერა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს გარდაბნის რაიონში ის ფართობები დაათვალიერა, სადაც ამერიკული ხორბალია დათესილი. მინისტრმა მოცემული ხორბლის მოსავლიანობის პროცენტს ხაზი გაუსვა. „ის ფართობები, რომლებიც დღეს დავინახე, ძალიან შთამბეჭდავია. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტმა გაამართლა თავისი თავი, თუმცა საბოლოო შეფასებას ზაფხულში, მოსავალის აღების შემდეგ შევძლებ“, - აღნიშნა კვეზერელმა. ამერიკული ხორბლის თესლი საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში იქნა შემოტანილი, რომელიც მარცვლეული კულტურის წარმოების ინტენსიფიკაციის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_743.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 დეკ. 2010, 18:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.