ევროპარლამენტმა მოიწონა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაადვილება | ![]() | საქართველოს ამბები | |
ევროპარლამენტის დეპუტატებმა მოიწონეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის გაადვილების შეთანხმება. ამის შესახებ იტყობინება „პრაიმ-ტასი“. „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში საბრძოლო ქმედებებთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ ევროკავშირმა თბილისთან თანამშრომლობის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის სავიზო რეჟიმის გაადვილების სფეროში“, - აღნიშნა სხდომაზე შინაგან საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრემმა. მან დღევანდელ კენჭისყრას „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში წინ გადადმგული ნაბიჯი“ უწოდა. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ, შეთანხმება აადვილებს შესასვლელი დოკუმენტების მიღების პროცესს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისათვის. ძირითადად საუბარია ბიზნესმენებზე, მეცნიერებზე, სტუდენტებსა და ჟურნალისტებზე. ასევე რესპუბლიკის ყველა მოქალაქისათვის შემცირდება ვიზის ღირებულება 60-დან 30 ევრომდე. საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს ერთმხრივი წესით ევეროკავშირთან უვიზო რეჟიმი შემოიღო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_740.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 დეკ. 2010, 14:29 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.