Financial: თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია მსოფლიოში | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია მსოფლიოში. ქართული გაზეთის „Financial”-ის გამოკვლევების თანახმად, თბილისში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე მრავალ ევროპულ ქვეყანაში და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასები აქ მნიშვნელოვნად უფრო დაბალია. როგორც აღნიშნულ გაზეთში წერია, თბილისში ცხოვრება უცხოელთათვისაც გაძვირდა, ვინაიდან ფასები საკმაოდ მაღალია ინტერნეტზე, ავტომანქანის იჯარაზე და ბინებზე. საქართველოს დედაქალაქში ავტომანქანის იჯარით აღება კვირაში 663 ევრო ჯდება, მაშინ, როცა დუბლინში მოცემული ფასი 76 ევრო გახლავთ. საქართველოში ინტერნეტიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ბერლინში ბინის თვიური იჯარის ფასი 1000 ევროდან იწყება, თბილისში კი ამავე აპარტამენტები 1500-2000 ევრო ღირს. ევროპაში 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის დაქირავება 100 ევროდ შეიძლება, რაც საქართველოში შეუძლებელია. სპეციალისტთა მოსაზრებით, სიძვირის მიზეზს წარმოადგენს ქვეყნის ნეგატიური სავაჭრო ბალანსი, მონოპოლიური ფასები, პატარა ბაზარი, დაბალი კონკურენცია და იმპორტის მაღალი მაჩვენებელი. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_74.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2010, 10:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.