საქართველო და ჩინეთი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობას გააღრმავებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველო და ჩინეთი ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას გააღრმავებენ. ამის შესახებ ითქვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე. სხდომა გუშინ პეკინში გაიმართა. ქართულ დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე აბესალომ კეკელია მეთაურობდა. სხდომის მსვლელობაში განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. სხდომაზე ხაზი გაესვა იმას, რომ საჭიროა მხარეებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა, რაც საქართველოში ჩინური ინვესტიციების გაზრდის წინაპირობა გახდება. სხდომის დასრულებისთანავე ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი კომისიის მემორანდუმს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_739.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 დეკ. 2010, 12:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.