ექსპერტები საქართველოში ნავთობპროდუქტების გაძვირებას არ მოელიან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში ნავთობპროდუქტების გაძვირება მოსალოდნელი არ არის. როგორც დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ვალუტა - ლარი აშშ-ის დოლარის მიმართ გამყარდა, ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდა არ იგეგმება. „უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ნავთობპროდუქტების ფასები რამდენიმეჯერ 5 თეთრით გაიზარდა და დღევანდელ დონეს მიაღწია. რეალიზატორებს ფასების გაზრდა არ აწყობთ, ვინაიდან რაც უფრო დაბალია ფასები, მით უფრო მაღალია რეალიზაციის მაჩვენებელი“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ბოლო სამი თვის განმავლობაში ერთი ტონა ნავთობის ფასი 20%-ით გაიზარდა და 818 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია, რაც მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორით არის გამოწვეული. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_738.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 დეკ. 2010, 12:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.