ცნობილი ეკონომისტი საქართველოში დედოლარიზაციის პოლიტიკას აკრიტიკებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი აკრიტიკებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს. როგორც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი სტივ ჰანკე აცხადებს, მთავრობის პოლიტიკა მცდარია, ვინაიდან ქვეყანაში კრედიტებსა და დეპოზიტებში დოლარის წილი 70%-ს აღწევს. მისი თქმით, საეჭვოა, რომ მთავრობა შეძლებს ქვეყნის მოსახლეობის გადარწმუნებას, გადაიყვანოს მათი დოლარული დეპოზიტები ეროვნულ ვალუტში. ჰანკე მიიჩნევს, რომ გამოსავალი სავალუტო საბჭოს შექმნაშია, რომელიც შეძლებს ლარის მიმართ დოლარის ერთიანი კურსის უზრუნველყოფას, რაც მოსახლეობას გარკვეულ გარანტიებს მისცემს. „ლართან დოლარის კურსის მიბმა ინვესტორებისათვისაც უსაფრთხო იქნება“, - მიიჩნევს ჰანკე, რომელიც ეკონომიკის 25 ყველაზე ცნობილ ექსპერტთა რიცხვშია შესული. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_731.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 დეკ. 2010, 11:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.