საქართველოში კომპიუტერების მწარმოებელი ქარხანა აშენდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით მსოფლიოს წამყვანი ფირმები დაინტერესდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პორტუგალიაში ,,Intel’’-ის საბავშვო სასწავლო ნეტბუკების მწარმოებელი კომპანია JP Sa Couto-ს დამფუძნებელს ხორხე სა კოუტოსა და პროექტ ,,Magellan’’-ის ხელმძღვანელს ლუის სილვიერა პინტოს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ჩაერთო მსოფლიოში აღიარებულ პროექტში ,,Magellan’’-ი, რომელიც პირველკლასელებისთვის ნეტბუკების დარიგებას ითვალისწინებს. წელს კომპიუტერები მოსწავლეებს საპილოტე სკოლებში გადაეცათ, მომავალი სასწავლო წლიდან კი ნეტბუკებს სახელმწიფო ყველა პირველკლასელ მოსწავლეს უფასოდ დაურიგებს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად პორტუგალიური მხარე მზადაა ნეტბუკების წარმოება საქართველოშიც დანერგოს. რაც ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, ამასთანავე ნეტბუკების თვითღირებულებაც გაიაფდება. ნეტბუკების გარდა ქარხანაში სხვა სახის კომპიუტერების აწყობაც მოხდება, რაც საზოგადოებისთვის კომპიუტერების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის. საქართველოში ნეტბუკების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და Intel-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ დევისმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მსოფლიოში ნომერ პირველი პროცესორების მწარმოებელი კომაპანია Intel-ი ქარხანას უმაღლესი ხარისხის პროცესორებით მოამარაგებს. წყარო - www.mes.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_73.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 10:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.