პშელი: საქართველომ ნატოს კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს, ალიანსის წევრი გახდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველომ ნატოს კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს, ალიანსის წევრი გახდება. ეს განცხადება მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა რობერტ პშელმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია მის მიერ ალიანსის კრიტერიუმების შესრულებაზე. პშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
მისი განცხადებით, ამჟამად მიდის მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. "ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა და სხვა რეფორმებს საქართველოში, მაგრამ მე, ისევე როგორც სხვა ჩინოვნიკები, ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. ეს დამოკიდებულია თავად საქართველოზე", _ განაცხადა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_725.html
| |||
განათავსა - e_info | 13 დეკ. 2010, 18:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.