aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუს ოკუპანტთა ორი სამხედრო ქალაქი იხსნება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
     ხვალ, 14 დეკემბერს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარის ორი სამხედრო ქალაქი გაიხსნება. 


     "მუგუთის დასახლებულ პუნქტში და ზნაურის რაიონის სოფელ ზივლეთში სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს ორი სამხედრო ქალაქი გაიხსნება", _ ინფორმაციას ამის შესახებ ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსი ოკუპანტები ავრცელებენ.



     "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გახსნილი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ობიექტები არის თანამედროვე ავტონომიური კომპლექსები, რომლებიც სრულად პასუხობენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამედროვე მოთხოვნებს. ახალ სამხედრო ქალაქებში შექმნილია ღირსეული პირობები მესაზღვრეებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებისთვის", _ იუწყება ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი. 


     მათი ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აღჭურვილნი არიან საზღვრის დაცვის ისეთი თანამედროვე საშუალებებით რომლებიც საზღვრის დაცვისათვის აუცილებელია და მისი დარღვევის ნებისმიერ საშუალებას გამორიცხავს. 


     შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამხედრო ქალაქი რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გახსნეს.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_724.html
განათავსა - Legatuss | 13 დეკ. 2010, 18:20 | ახალი ამბები »
 

"ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუს ოკუპანტთა ორი სამხედრო ქალაქი იხსნება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian