''დევანი'' საქართველოში 3 მლნ. ევროს ინვესტიციას განახორციელებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
"რეფერალური ჰოსპიტალის" მფლობელი პოლონური საინვესტიციო კომპანია "დევანი" სამი წლის განმავლობაში საქართველოში 3 მლნ. ევროს ინვესტიციას განახორციელებს. როგორც დღეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ანდრია რუშაძემ სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ჯანდაცვის სექტორში ევროკავშირის ინვესტიციებმა დაიწყო შემოსვლა. "ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ევროკავშირიდან, კერძოდ პოლონეთიდან. კომპანია "რეფერალურ ჰოსპიტალში" 3 მლნ. ევროს ინვესტიციას განახორციელებს და სამკურნალო დაწესებულებას უახლესი ტექნიკის აპარატურით აღჭურავს", - განაცხადა ურუშაძემ. მინისტრის განცხადებით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში სექტორში 400 მლნ დოლარის ინვესტიციაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ "რეფერალური ჰოსპიტალი" პოლონურმა კომპანია "დევანმა" 2010 წლის ნოემბერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 550 ათას დოლარად იყიდა. შეგახსენებთ, რომ "რეფერალური ჰოსპიტალის" საწყისი ღირებულება 0,5 მლნ დოლარს შეადგენდა და მისი საწესდებო კაპიტალი 1 მლნ. 939 ათას 338 ლარით იყო განსაზღვრული. იმავდროულად, ობიექტს 166 ათას 188 ლარს დებიტორული დავალიანება და 333 ათას 255 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, შესაბამისი ოქმის გაფორმებიდან 36 თვეში, მფლობელი ვალდებული ხდება 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელოს, შემდეგი გრაფიკის მიხედვით: პირველი 12 თვის განმავლობაში - 250000 ევრო, შემდეგი 12 თვის განმავლობაში - 500000 ევრო, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში - 2250000 ევროს ინვესტიცია განახორციელოს. იმავდროულად 7 წლის განმავლობაში "რეფერალური ჰოსპიტალის" სამედიცინო პროფილი უნდა შეუნარჩუნდეს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_722.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 დეკ. 2010, 18:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.