თბილისი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს | საქართველოს ამბები | ||
თბილისი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. გასული წლის დეკემბრიდან საქართველოს დედაქალაქი აღნიშნული ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე ქალაქს წარმოადგენდა. თბილისი ერთადერთი ქალაქია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომელიც ევროკავშირის ქალაქების მხარდაჭერით სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა და შედეგად მასში შემავალი 17 ევროპული ქალაქის გვერდით დაიკავა ადგილი.
ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში ჩატარებულ ევროპის მთავარ ქალაქთა ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილი იყო ევროპის ქალაქების ახალი ბრენდ-ლოგოებიც, მათ შორის საქართველოს დედაქალაქის ბრენდ- ლოგოც - "თბილისი - ქალაქი, რომელსაც უყვარხარ". წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_720.html
| |||
განათავსა - e_info | 13 დეკ. 2010, 18:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.