მალაიზიაში დარეჯან კოხტაშვილის საქმის სასამართლო პროცესი 26 იანვრისთვის გადაიდო | საქართველოს ამბები | ||
მალაიზიაში საქართველოს მოქალაქის დარეჯან კოხტაშვილის საქმის სასამართლო პროცესი 26 იანვრისთვის გადაიდო. პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო. სავარაუდოდ, იმ დროისათვის უკვე ცნობილი გახდება ქიმიური ექსპერტიზის შედეგები. რაც შეეხება მეორე ქართველს ბაბუცა გორდაძეს, მისი სასამართლო პროცესი 20 დეკემბერზეა დანიშნული. ქართულმა მხარემ უკვე გადასცა მალაიზიურ სამართალდამცავ ორგანოებს აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის ბაბუცა გორდაძის ყოფილი ქმრის ელდარ დავითიანის ჩვენება, სადაც იგი დანაშაულს საკუთარ თავზე იღებს. ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში ოქტომბერში დააკავეს, ნარკოტიკური ნივთიერებების არაკანონიერი ტრანსპორტირების ბრალდებით. ადგილობრივი კანონმდებლობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_715.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 დეკ. 2010, 17:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.