უშუალო მოლაპარაკებებს სომალელ მეკობრეეთან საქართველო ვერ გამართავს | საქართველოს ამბები | ||
უშუალო მოლაპარაკებებს სომალელ მეკობრეეთან საქართველო ვერ გამართავს. ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე. მისი თქმით საქართველო ვერ შეძლებს აწარმოოს ოფიციალური მოლაპარაკებეი სომალელ მეკობრეებთან. ქართულ მხარეს არანაირი შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ აწარმოოს პირდაპირი მოლაპარაკებები მათთან. ,,ფიზიკურად შეუძლებელია რაიმე სახის კონტაქტის დამყარება მათთან. ჩვენ ისევ ვიმედოვნებთ, რომ გემის მფლობელი, რომლებთანაც გვაქ უწყვეტი კავშირი, მოგვაწვდის დამატებით ინფორმაციას და გამართვას მათთან მოლაპარაკებებს", - განაცხადა კალანდაძემ. მისი თქმით მიუხედავად იმისა რომ ეს არის ტრაგიკული ფაქტი, სახელმწიფოს აქვს მოლაპარაკების შეზღუდული რესურსი. კალანდაძის ინფორმაციით ასეთ ფაქტებს ადგილი აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან შემთხვევისას, თუმცა ამდაგვარი საკითხებს გემთმფლობელები წყვეტენ. ,,ასეთი საკითხებს ის პირები აგვარებენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღნიშნულ ფაქტზე და ეს არის გემთმფლობელი, რომელიც საზღვაო რეისებს ახორციელებს გემისა და ეკიპაჟის დაზღვევის გარეშე", - განაცხადა კალანდაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_707.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 დეკ. 2010, 13:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.