მოსკოვში არასლავური გარეგნობის ადამიანებზე ნადირობა გრძელდება | მსოფლიოს ამბები | ||
მოსკოვში არასლავური გარეგნობის ადამიანებზე ნადირობა გრძელდება. რუსეთის დედაქალაქში უკვე მოკლულია ყირგიზეთის ერთი მოქალაქე და დაჭრილია ერთი აზერბაიჯანელი. რუსი ახალგაზრდების ჯგუფმა მოსკოვის სამხრეთ ადმინისტრაციულ ოლქში ეროვნებით ყირგიზ მამაკაცს ჯერ სცემა შემდეგ კი ცივი იარაღით მოკლა. "ახალგაზრდების ჯგუფი, დაახლოებით 15 ადამიანი, რომელთა შორისაც ერთი ქალი იყო, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მოულოდნელად თავს დაესხა ქუჩაში მიმავალ აზიური გარეგნობის მამაკაცს. იგი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მუცლის არეში დანით ჭრილობა მიაყენეს, რომლის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა", _ იუწყება რუსული მედია მოსკოველ სამართალდამცავებზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, მოკლული ყირგიზეთის ქალაქ ოშის მაცხოვრებელი 1973 წელს დაბადებული ალიშერ შამილევ აღმოჩნდა. მისი მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მუხლი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამას გარდა, მოსკოვში ასევე დაფიქსირებულია სხვა შემთხვევებიც, რომლებიც არასლავური გარეგნობის ადამიანებზე თავდასხმას ეხება. სამი უცნობი ადამიანი თავს დაესხა და ტრავმატული იარაღიდან დაცხრილა აზერბაიჯანის მოქალაქე. "წუხელ, დაახლოებით ღამის 04:00 საათზე 24 საათიან მაღაზიაში სამი უცნობი ადამიანი შევიდა და 28 წლის გამყიდველს, აზერბაიჯანის მოქალაქეს თავს დაესხა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა კი მას ტრავმატული იარაღიდან 7 ჯერ მიბჯენით ესროლა", _ იუწყება რუსული მედია. ამჟამად აზერბაიჯანის მოქალაქე, მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია, მას გულმკერდისა და მარჯვენა მხარის არეში მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. ფაქტზე ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_700.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 დეკ. 2010, 11:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.