ევროკომისია შეშფოთებულია რუსეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო | მსოფლიოს ამბები | ||
ორშაბათს ევროკომოსიამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუს ჟურნალისტებზე განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმის გამო, უწოდა რა მას ,,დაუშვებელი აქტი". გასულ შაბათ-კვირას ორი რუსი ჟურნალისტი იქცა თავდასხმის ობიექტად. შაბათ ღამეს მოსკოვში უმოწყალოდ იქნა ნაცემი გამომცემლობის ,,Коммерсанта" კორესპოდენტი ოლეგ კაშინი. კოლეგები ამ თავდასხმის ფაქტს უკავშირებენ მის ჟურნალისტურ საქმიაონობას, რომელიც სპეციალიზირებულია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემატიკაზე. ორშაბათ ღამეს ნაცემი იქნა ,,Жуковских вестей" ჟურნალისტი ანატოლი ადამჩუკი, რომელმაც ფედერალურ დონეზე აიყავანა საკითხი ჟუკოვსკში სკოლის მოსწავლეების დაჭერის შესახებ ცაგოვსკის ტყისკენ მიმავალ გზაზე-ისინი აპირებდნენ ხეებისათვის ლენტების შებმას ტყის მასივის გაჩეხვისგან დაცვის მიზნით. ,,ჩვენ ვიმედოვნებთ რომ დამნაშავეები წარსდგებიან სასამართლოს წინაშე,"- განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა პია არნეკილძე ხანსენმა. ევროკომისიის სხვა წარმომადგენელმა - მაი კასიანჩიჩმა აღნიშნა, რომ კაშინას ცემა შეიძლება განხილული იქნას როგორც წინასწარ განზრახული თავდასხმა ჟურნალისტის გასაჩუმებლად. წყარო - Trend
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_70.html
| |||
განათავსა - admin | 09 ნოემ. 2010, 10:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.