საქართველოში დაჯილდოვდნენ საუკეთესო გაკვეთილების ავტორი პედაგოგები | საქართველოს ამბები | ||
სამი მასწავლებელი - ნეთბუქების გამოყენებით საუკეთესო გაკვეთილების ავტორები ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. საპილოტო პროგრამის „ნეთბუქები პირველკლასელთათვის“ ფარგლებში საუკეთესო გაკვეთილის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადდა. კონკურსი მიზნად ისახავდა სასწავლო პროცესში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და პედაგოგებს შორის გამოცდილების გაცვლას. საკონკურსო კომისიამ სამი გამარჯვებული დაასახელა. ესენი გახდნენ: თბილისის 53-ე სკოლის პირველი კლასის საკლასო ხელმძღვანელი თამარ ვარდოსანიძე, ქობულეთის #15 სკოლის პედაგოგი ელისო ბიქაძე და ბათუმის #2 სკოლის პედაგოგი ნარგიზ ბერიძე. თამარ ვარდოსანიძემ სამინისტროში ჩაატარა გაკვეთილი თავისი კლასის მონაწილეობით. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_699.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 დეკ. 2010, 11:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.