მაკეინი: აშშ-მ საჭიროა საქართველოსათვის იარაღის მიყიდვა დაიწყოს | საქართველოს ამბები | ||
როგორც The Washington Post წერს, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საჭიროა გადააფასოს რუსეთთან ურთიერთობები. მისი აზრით, მიუხედავად რუსეთის მოთხოვნებისა, აუცილებელია საქართველოსათვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვა დაწყება. „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი მოკავშირეები საქართველოს გარშემო არსებულ მოვლენებს განიხილავენ როგორც საჩვენებელ სიტუაციას და თვალს ადევნებენ იმას, მხარს დაუჭერს თუ არა აშშ თბილისს“, - განაცხადა მან. - რუსეთი ასევე ძალიან ყურადღებით განიხილავს თბილისის გარშემო არსებული მოვლენების განვითარებას იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლების მიცემა შეუძლია საკუთარი თავისთვის საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით“. მისი მოსაზრებით, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ნატოში შესვლას მხარი დაუჭიროს. „და აი, უკვე ორი წელია, ვითვალისწინებთ რა რუსეთის პოზიციას, საქართველოში თავდაცვითი შეიარაღების გაყიდვა დღემდე არ დამტკიცებულა. ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ საქართველო, სულ ცოტა, რადარებით უნდა აღვჭურვოთ“, - განაცხადა სენატორმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_684.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2010, 11:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.