საქართველო მზადაა, ახალი ეკონომიკური კურსი დაიწყოს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა პარასკევს დაათვალიერა ახალი გაფორმების ეკონომიკური ზონა თბილისის გარეუბანში - ლილოში, სადაც ბიზნესმენებს შეხვდა. ამის შესახებ პრემიერის პრეს-სამსახურში „ახალი ამბები-საქართველოს“ შეატყობინეს. 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) შენობა და გამოაცხადა ახალი ეკონომიკური კურსის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიცაა ტვირთის განბაჟებისას ბიუროკრატიული მექანიზმების მინიმუმამდე დაყვანა, მეწარმეებზე საგადასახადო ადმინისტრირების ზეწოლის შემცირება და საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება. სააკაშვილის თქმით, გეზ-ში ტვირთის განბაჟების სრული კურსი 1 საათამდე დროს მოითხოვს, ამას გარდა ნახევრამდე შემცირდება მომსახურების ღირებულება. კერძოდ, თუ ადრე განბაჟება 450 ლარი (265 დოლარი) ჯდებოდა, ახლა დაფიქსირდება 200 ლარის (118 დოლარის) ოდენობის თანხა. „შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა: გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, დასრულდა რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესი. ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ ახალი ეკონომიკური კურსი დაიწყოს და კერძო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის თვალსაზრისით დღემდე არსებული ნაკლოვანებები აღმოიფხვრას“, - აღნიშნა გილაურმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_679.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 დეკ. 2010, 16:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.