საქართველოს პრეზიდენტმა მექსიკაში ელექტრომიბილი გამოსცადა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მექსიკაში ვიზიტისას პირადად გამოსცადა ელექტრომობილი. ,,ნისანის" უკანა სავარძელზე, რომელსაც მართავდა მიხეილ სააკაშვილი იჯდნენ: ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია, გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ხუთი წლის განმავლობაში გეგმავს შეცვალოს სახელმწიფო ავტოპარკი ელექტრომობილით. მუნიციპალურ დონეზე ეს პროექტი ხორციელდება ამსტერდამში და კოპენჰაგენში. სააკაშვილი კმაყოფილი დარჩა ელექტრომობილის პარამეტრებით, განსაკუთრებით კი იმით, რომ იგი უხმაურო, მსუბუქი და ადვილად სამართავია, ხოლო ბატარეა შეიძება დაიტენოს ნახევარ საათში. ,,ჩვენ ეს უნდა დავნერგოთ სახელმწიფო დონეზე, შემდეგ კი თანდათანობით შევქმნით ინფრასტრუქტურას იმისათის, რომ ელექტრომობილით დაინტერესდეს უბრალო ადამიანები", - განაცხადა პრეზიდენტმა. თავის მხრივ ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია 10 წლის შემდეგ ელექტრომობილები ჩაანაცვლებენ ჩვეულებრივ ავტომობილებს, რადგან ისინი უფრო იაფია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_676.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 დეკ. 2010, 10:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.