საპენსიო რეფორმა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საპენსიო რეფორმა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. საპენსიო პაკეტის ინიციირება ბოლო კვირების განმავლობაში ორჯერ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ორივეჯერ პროცესი გადაიდო. როგორც IPNიტყობინება, საპენსიო რეფორმის პაკეტის ინიციირება პარლამენტში საგაზაფხულო სესიამდე არ მოხდება. ჯერჯერობით არაა ცნობილი, რომელი კონკრეტული საკითხები იქნა გათვალისწინებული ახალ პროექტში. ასევე არაა ცნობილი, არსებობს თუ არა იგი დოკუმენტის სახით. ცნობილია მხოლოდ ჩანაწერი საპარლამენტო ბიუროს მასალებში, რომელიც იუწყება, რომ ამ პაკეტმა უნდა დაარეგულიროს სახელმწიფო პენსიასთან, სახელმწიფო კომპენსაციასთან, სტიპენდიის მიღების უფლებასთან, ადმინისტრირებასთან, არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლასთან, სოციალურ დახმარებასთან და სხვ. დაკავშირებული საკითხები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_674.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 დეკ. 2010, 10:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.